სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაკისტანში „ალ ყაიდას“ „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დააკავეს

იუნის ალ-მავრიტანს, რომელიც გვიან ღამით პაკისტანში დააკავეს და რომელიც „ალ ყაიდაში“ რანგით საგარეო საქმეთა მინისტრის ტოლფას იერარქიულ საფეხურზე იდგა, ორგანიზაციაში ევალებოდა ბოევიკების საერთაშორისო კავშირების მოწესრიგება, მონაწილეობდა ტერაქტების დაგეგმვაში აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში. Agence France-Presse-ს ცნობით, ალ-მავრიტანის გეგმებში აშშ-ის ნავთობსადენებსა და ჰიდროელექტროსადგურებზე დივერსიული შეტევების განხორციელებაც შედიოდა.

ტერორისტების ლიდერი ბელუჯისტანის პროვინციაში იყო გახიზნული. მასთან ერთად „ალ ყაიდას“ კიდევ ორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე წევრი დააკავეს. როგორც უცხოური მედიასაშუალებები იტყობინებიან, პაკისტანის დაზვერვამ ოპერაცია ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩაატარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100