სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაემგზავრეთ საქართველოდან ბრაზილიაში... უვიზოდ

საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებას ბრაზილიაში საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტისას მოეწერა ხელი. როგორც კალანდაძემ განმარტა, ქართული მხრიდან ბრაზილიის მოქალაქეებისათვის მოქმედებდა ერთწლიანი უვიზო მიმოსვლა, თუმცა მოგვიანებით, ბრაზილიამაც გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედებულიყო.
"უვიზო რეჟიმი, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100