სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, დაშავდა 13 მგზავრი.

ბათუმიდან გორისკენ მოძრავი სამარშრუტო ტაქსი და „მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს აგარასთან დაეჯახა.

დაიღუპა დედა-შვილი, რომლებიც მსუბუქ ავტომანქანაში ისხდნენ, ერთი გარდაცვლილი კი სამარშრუტო ტაქსის მგზავრი იყო. დაზარალებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

10 წლის ბავშვი და ფეხმძიმე ქალი კი, რომელთა მდგომარეობა ყველაზე კრიტიკული იყო, თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში რეანომობილით მოჰყავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100