PlayBoy-ს მოდელი თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხტა - ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა

PlayBoy-ს ყოფილი მოდელი, 47 წლის სტეფან ადამსი სასტუმროს ფანჯრიდან თავის 7 წლის ვაჟთან ერთად გადმოხტა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ნიუ იორკში, მანჰეტენზე რამდენიმე საათის წინ მოხდა, მათი დროით დილის 7 საათზე. პოლიციამ გვამების იდენტიფიცირება მალევე მოახერხა. დაღუპულის ადვოკატის რაულ ფელდერის განცხადებით, სტეფანი მას არასდროს უნახავს სევდიანი, ყოველთვის იღიმოდა და სიცოცხლე უხაროდა, აქედან გამომდინარე, ის თვლის, რომ ადამსს სუიციდის მიზეზი არ ჰქონდა.

სტევან ადამსი 1992 წელს ჟურნალ PlayBoy-ს მოდელი იყო. მოგვიანებით მან გამოსცა წიგნი თვითდახმარების შესახებ. 2003 წელს აღიარა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და PlayBoy-ს პირველი ლესბოსელი მოდელის სტატუსიც მიიღო, თუმცა აღიარების შემდეგ მალევე დაოჯახდა მამაკაცზე.

სტეფანი მეუღლესთან დაშორების შემდეგ მეურვეობის საკითხებს აგვარებდა და სასამართლოში უწევდა სიარული. მან გადაწყვიტა მცირეწლოვანი ვაჟი ესპანეთში წაეყვანა დასასვენებლად, სადაც ადამსის ბოიფრენდიც იქნებოდა, თუმცა სასამართლომ ქვეყნის დატოვების ნება არ მისცა, სანამ მეურვეობის საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა. სწორედ მაშინ მოხდა ეს უბედური შემთხვევა, როდესაც სტეფანი უახლოეს დღეებში სასამართლოს საბოლოო პასუხს ელოდა.

კომენტარი