ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილი ქვეითს შეეჯახა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფეიქრების ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი