სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სახელი მაღალია, თქვენი ეკლესიები კი დიდი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ისტორია და თავისუფლება თქვენზე დიდია" - მნათეუსის გამოსვლა ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე

ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა მნათეუსი, რომელმაც ასეთი ტექსტი წარმოთქვა:

"თქვენო უწმინდესობავ, თქვენი სახელი მაღალია, თქვენი ეკლესიები კი დიდი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ისტორია და თავისუფლება თქვენზე დიდია. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მაძღარი მღვდლები დიდხანს ვეღარ შეძლებენ მშიერი ხალხის მოტყუებას, რადგან თქვენს მხარეს არ არის სიმართლე. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იქცევით არა როგორც მამა, არამედ როგორც ბოროტი მამინაცვალი. თქვენო უწმინდესობავ, შესანიშნავად მოგეხსენებათ, ლგბტქ მოქალაქეები კი არ წარმოადგენენ საფრთხეს, არამედ მათ ექმნებათ საფრთხე - თქვენ ჩააგდეთ ისინი საფრთხეში. თქვენო უწმინდესობავ, თქვენი შექმნილი სისტემა ადამიანებს აძულებს ქრისტესა და ქრისტიანებს, ამ ქვეყნის ჩაგრულები იძინებენ და იღვიძებენ სიძულვილში, რადგან თქვენ მათ ჩაგრავთ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100