სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა მაგისტრალურმა ელექტროქსელმა აფხაზეთი სოჭის რეგიონში ჩართო

სამხრეთის მაგისტრალურმა ელექტრო ქსელებმა დაასრულეს ფსოუ–ბზიფის 220 კლვტ ელექტრო გადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოები, – იტყობინება რუსეთის ენერგოკომპანია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ემსახურება. ამასთან, აფხაზეთში ჩატარებული სამუშაოები დასახელებილია როგორც ჩატარებული „სოჭის რეგიონში“.

ამ ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული იქნა აღდგენითი სამუშაოები ან შეცვლილი იქნა ელექტროგადამცემი სადენების ელემენტები ქვესადგურების ძირითად მოწყობილობებზე, შენობებსა და ნაგებობებზე. შედეგად, ბევრად გაიზარდა ადლერის რაიონის მოსახლეობის, მშენებარე ოლიმპიური ობიექტებისა და მთლიანად აფხაზეთის შეუფერხებელი ელექტრომომარაგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100