სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სპეცოპერაციისას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 პირის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
8 პირის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ - გათავისუფლებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს, გამთენიისას, კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100