საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან ორი მოზარდი გადმოხტა

მოსკოვის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან ორი მოზარდი - გოგო და ბიჭი ერთდროულად გადმოხტა და ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. იქ მისულ სამართალდამცველებს უცნაური სურათი დახვდათ წინ - დაღუპული გოგონას მარცხენა ხელი ბიჭის მარჯვენა ხელზე ცალუღით იყო გადაბმული. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის უხლით აღიძრა და განზრახ მკვლელობის ვერსია თავიდანვე გამოირიცხა. გარდაცვლილების ასაკი 17 წელია. ახალგაზრდების თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარი