სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპატრიარქოს მიმართვა აქციების მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს საქართველოს საპატრიარქოშიც. საპატრიარქოს პოზიცია მედიის წარმომადგენლებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო. მისი თქმით საპატრიარქო მზად არის ჩაერთოს მხარეებს შორის დიალოგში.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჩვენს შვილებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციების მონაწილეებს. გთხოვთ დაიშალოთ, რათა უნებურად არ გახდეთ ძალადობისა და ვითარების ესკალაციის მიზეზი. თქვენს მიერ განხორციელებული ეს ქმედება არა თქვენი პოზიციის უარყოფა იქნება, არამედ თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მშვიდობისათვის. ჩვენის მხრივ მზად ვართ, თქვენთან ერთად ჩავებათ დიალოგში და თქვენთან ერთად განვიხილოთ საკითხები საჯარო სივრცეში,“-განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100