სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კალაძეს მისცხეს ტუჩებში,პატრონი დაბრუნდა და პატრონმა დააყენა „პალაჟენია“ - ირაკლი საღინაძე თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

„ეს არის ჩვეულებრივი ძალის დემონსტრირება, ასე ვთქვათ, პატრონი დაბრუნდა და პატრონმა დააყენა „პალაჟენია,“ - ეს განცხადება პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი საღინაძის თქმით, ხელისუფლებამ ამ ქმედებით ლიბერალ ადამიანებს მშვიდად ყოფნისკენ მოუწოდა.

„აქ რამდენიმე კურდღლის თემაც არის. რა თქმა უნდა, შიდა პარტიული წესრიგიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ცოტა კალაძეს მისცხეს ტუჩებში, ეს არის და ეს, მაგრამ ამ კალაძისთვის ტუჩებში მიცხება, საბოლოო ჯამში, გამოვიდა საზოგადოებისთვის, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისთვის ტუჩებში მიცხება,“ - განაცხადა საღინაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100