სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ სიმღერით წარსდგა საქართველო „ევროვიზია 2018"-ზე

ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალიდან ფინალში გადასული ქვეყნების ვინაობა ცნობილია. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფიირიაოფინალში ვერ გადავიდა. ჯგუფი მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

ირიაომშეასრულა სიმღერა – „შენი გულისთვის.

მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: სერბეთი, მოლდოვა, უნგრეთი, უკრაინა, შვედეთი, ავსტრალია, ნორვეგია, დანია, სლოვენია და ჰოლანდია.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63- კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100