სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამტრედიაში, საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი თავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის საპირფარეშოს ორმოდან ამოიყვანეს.
თვითმხილველის თქმით, საპირფარეშოში შესულმა ორმოში რაღაც საეჭვო დაინახა, რომელიც ჩვილის ცხედარი აღმოჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ. ექსპერტიზა ჩაუტარდა ოჯახში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დადასტურდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112- მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100