სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს ჩემს ქალაქში სიკვდილი დაძრწის" - ზურა სალუქვაძის ლექსი კლუბური ნარკოტიკით დაღუპულ ახალგაზრდებზე

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, ახალგაზრდა პოეტის, ზურა სალუქვაძის ლექსი, საქართველოში ბოლო დროს, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკით დაღუპულ ახალგაზრდებზე:

"სიკვდილს ჰყიდიან"

ადამიანები სიკვდილს ჰყიდიან
ვინ ნარკოტიკს
ვინ ტყვიას
ვინ სიტყვას
ვინ რეალობას...

დღეს ჩემს ქალაქში სიკვდილი დაძრწის,
ხელიდან ხელში მუსიკის ფონში,
რომელიც რიტმში, მწყობრში და მწკრივად
უშვებს ახალგაზრდებს საიქიოში

ცხოვრების სტრესისგან გაქცევისათვის,
გაძალებენ და თავად ვერ ძღებიან
და გასამდიდრებლად მკვლელი შხამისთვის
სიტყვა კლუბური დაუმატებიათ...

და დაემსგავსა სენი მოდური
ახალ იარაღს და აზრს ვერ ხვდებიან
რომ ნარკოტიკი წააგავს იმ ომს
უბრალო ხალხი რომ ეწირებიან

და მე რომ ვერ ვცვლი ამ რეალობას
მოცელილივით მხდის ღონემიხდილს
რომ ვერ ვაჩერებ მე იმ ნაბიჭვრებს
რომლებიც უღმერთოდ ყიდიან სიკვდილს !

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100