ქალი, რომელსაც 118 ბავშვი ჰყავდა ნაშვილები, პოლიციამ დააკავა

ჩინეთში პოლიციამ სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავა ქალი, რომელსაც 118 მოზარდი ჰყავდა ნაშვილები და კერძო ბავშვთა სახლი ჰქონდა გახსნილი.

ლი ლიცზუანმა ბავშვების შვილად აყვანა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. 2007 წელს გახსნა კერძო დაწესებულება „სიყვარულის სოფელი“, სადაც აყვანილ პატარებს ზრდიდა. ამის შემდეგ სახელი გაითქვა, როგორც ქვემოქმედმა და კეთილმა ქალმა, რომელიც მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავდა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდურ თანხას ურიცხავდა, რათა ბავშვეზე სათანადოდ ეზრუნა. სულ ცოტა ხნის წინ კი მის დაკავებას მოჰყვა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ლი ლიზცუანი ბავშვებს იყენებდა, რათა მთავრობისთვის ფული გამოეძალა. ქალი მოათავსეს ქალთა საპყრობილეში, ხოლო ბავშვთა დაწესებულება დახურეს და 74 ბავშვი თავშესაფრის გარეშე დარჩა. როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, აღსაზრდელების უმავლესობას მშობლები ჰყავს და მათთან შეუძლია ცხოვრება.

კომენტარი