სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მერამდენე ახალგაზრდამ უნდა შეწყვიტოს სიცოცხლე რომ გონს მოვეგოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი გარდაცვლილი...ყველა ჩვენთაგანის ბრალია ამ უკარგესი ბიჭების სიკვდილი"

ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე იმ ტრაგედიას ეხმაურება, რაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალება "მეფედრონის" შემოსვლამ გამოიწვია:
"უკვე მერამდენე ოჯახი ნადგურდება, მერამდენე დედა მწარდება შვილის სიკვდილით, მერამდენე შვილი ობლდება და ქალი ქვრივდება, ყოველდღიურად დიდი ტრაგედიის შემსწრენი ვხვდებით და ჩვენი ყველას სიჩუმე სიკვდილივით საშიშია, ადამიანები ხალხის გენოციდს აწყობენ საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე, სხვისი უბედურებით ფულებს შოულობენ და გვართმევენ მეგობრებს და ჩვენს ირგვლივ ხოცავენ ახალგაზრდებს. მკვლელობა მხოლოდ იარაღით არ არის. ყველა ვინც ამ სასაკლაოს აწყობს და წამლის ბარიგობით ცხოვრებას იწყობს მკაცრად უნდა დაისაჯონ!!! მერამდენე ახალგაზრდამ უნდა შეწყვიტოს სიცოცხლე რომ გონს მოვეგოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამდენი გარდაცვლილი... გამოვლენ მერე და სხვებს მორალს წაუკითხავენ მკვლელები, "თეთრი სიკვდილით" მოვაჭრეები. ყველა ჩვენთაგანის ბრალია ამ უკარგესი ბიჭების სიკვდილი"! - წერს თაკო დოლაბერიძე და 3 გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 5 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად თბილისში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100