მეტროსადგური „გურამიშვილი“ კვირის ბოლოს გაიხსნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტრო „გურამიშვილი“ კვირის ბოლოს გაიხსნება. ამ ეტაპზე მეტროსადგურის დასუფთავების პროცესი მიმდინარეობს. რაც შეეხება სრულ რემონტს, ის სავარაუდოდ, 3-4 თვეში დასრულდება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, „ვარკეთილის“ და „სამგორის“ მეტროების შემოწმების პროცესი დასრულებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო „ავლაბრის“ მეტროს შემოწმების შესახებ პასუხი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

მერიამ მეტროსადგურების "გურამიშვილის", "სამგორისა" და "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.


კომენტარი