სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ წუთებში ბორჯომის ტყის ნაწილი იწვის

სოფელ საკირეს მიმდებარედ ტყეში ხმელი ხეები და ბალახი იწვის. ცეცხლი ტყეში, კლდოვან ადგილზეა გავრცელებული. საგანგებო სიტუაციებსი სამსახურის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ხოლო უშუალოდ ხანძრის კერასთან ცოცხალი ძალა და ტყის მცველები მუშაობენ.

მათივე განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, რათა ხანძრის გავრცელება არ მოხდეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100