სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონდი ბაღათურია: "თბილისში 12 მოზარდი გარდაიცვალა კლუბური ნარკოტიკით, მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში"

ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ. მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა ”კლუბური ნარკოტიკით”. მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში. ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ. პოლიცია უფლება აყრილი და სრულიად პარალიზებულია. ტელევიზიებიც არ აშუქებენ, რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის, ისინი კრიშავენ და ისინი მდიდრდებიან ნარკოტიკების გაყიდვით. ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან. კანონის ძალით შური ვიძიოთ ”სიკვდილით მოვაჭრეებზე”. ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა თანამდებობაზე მოკალათებულ ნარკომოვაჭრეებთან, ამ ”გალსტუკიან წამლის ბარიგებთან” - წერს ჯონდი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას, ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი, სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე კი უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ..

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100