საფრანგეთსა და საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს - დაკავებულებს შორის არის მსახიობი კაბუც

სამართალდამცველებმა საფრანგეთსა და საბერძნეთში ოპერაცია „კავკასუს ნორმანდიას“ ფარგლებში 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, სალონიკში დააკავეს ლაშა შუშანაშვილი, საფრანგეთში ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნაშვილი, საბერძნეთში ათენში კი ნოდარ შუკაკიძე და მერაბ ასანიძე.

დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც. დაკავებულია კახაბერ აბუაშვილი, იგივე "კაბუ."

კომენტარი