სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე და თაკო ვმეგობრობდით და იმის გამო, რომ მკვლელის შვილი მეწოდება მე იქ ვერ უნდა ჩავიდე"? - ბრალდებულის შვილების მტკიცებით, ბაქრაძე და მოკლულის დედა 10 დღის წინ დაქორწინდნენ

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილები აცხადებენ, რომ ბაქრაძის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს თავად მოკლულის დედამ მიმართა.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ 2015 წელს მან იძალადა მეუღლეზე, თუმცა ოჯახის მტკიცებით, ნათია გოგაძეს კომუნიკაცია ყოფილ ქმართან ციხეში ყოფნის პერიოდშიც და იქიდან გამოსვლის შემდეგაც ჰქონდა.

„გახარებულმა მითხრა, რომ ნათიამ დამიწერა შეწყალების თხოვნაო, იქაც მაკითხავდა და ფულსაც მირიცხავდაო, მაგრამ თაკომ არ მინდა რომ გაიგოსო. ბოლოს რომ დაწერა იმ ადამიანმა ვის გამოც იჯდა მერე გამოუშვეს,“-ამბობს ლიკა ბაქრაძე.

ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ 10 დღის წინ ნათია გობაძემ და ვეფხია ბაქრაძე ოფიციალურად დაქორწინდნენ და ისინი ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ. ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა მოხდა მკვლელობის დღეს.

„მე რა შუაში ვარ. მე და თაკო ახლოს ვიყავით, იმის გამო რომ მე მკვლელის შვილი მეწოდება იქ ვერ უნდა ჩავიდე?

როგორც გავიგე ერთად იყვნენ, ხელიც მოაწერეს იუსტიციის სახლში და ამას რატომ არ ამბობენ. როცა ფაქტი დევს. ერთად ცხოვრობდნენ“-ამბობს მარიამ ბაქრაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100