სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობასა და საქართველოს ბაზარზე მის სპეციფიკაზე საუბრობენ „მაიქროსოფთის“ სპეციალისტები

საქართველო, სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ, რეგიონში მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს, ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ ისეთი ძლიერი ადგილობრივი სააგენტოები, რომლებიც მხარს უჭერენ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამასთან, არიან წარმატებულები და მუდმივად ცდილობენ დანერგონ ინოვაციური პროდუქტები. ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ საქართველოში ღიაობა მაღალია. ამავდროულად, ინტერნეტიზაცია რეგიონებში რჩება დიდ გამოწვევად,“ -აღნიშნა „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე გამართულ ფორუმზე სახელწოდებით „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“ .

შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა.

პირველად ვიმყოფები საქართველოში და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ჩვენი მსოფლიო იცვლება დრამატულად. ჩვენ განვიხილეთ, თუ რა არის ციფრული ტრანსფორმაცია, რა არის ის ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესზე. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა. არ აქვს მნიშვნელობა თუ სად იმყოფები, მთავარია, ფეხი აუწყო ციფრულ ტექნოლოგიებს და არ ჩამორჩე. მაიქროსოფთი მუშაობს ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელ კლიენტთან, რათა დაეხმაროს ციფრულ კომპანიებს და დააჩქაროს მათი ტრანსფორმაცია. ფაქტია, თითოეული ორგანიზაცია სხვადასხვა სიჩქარით ვითარდება. იმისათვის, რომ პროცესი დაჩქარდეს აუცილებელია 4 ძირითადი ელემენტის გათვალისწინება, კერძოდ, მომხმარებლის უფრო მეტად ჩართვა პროცესში, თანამშრომელთა უფლებამოსილების განმტკიცება, მუშაობის შემდგომი განახლება და პროდუქციისა და მომსახურების ტრანსფორმაცია. სწორედ, ეს არის ციფრული ტრანსფორმაციის შექმნისათვის საჭირო მასალა, რაც ბიზნეს კომპანიებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ,“ - განმარტავს „მაიქროსოფთის“ გაყიდვების მენეჯერი ევროპის რეგიონში ილადი სტუმბუ.

ფორუმზე ასევე განიხილეს სხვადასხვა თემები, როგორიცაა თუ რა ცვლილებებია მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საცალო ვაჭრობაში და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს და ა.შ. როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე ციფრული საცალო გამოცდილება, კომპანია „მაიქროსოფთის“ მარკეტინგისა და ოპერაციების წამყვანი სპეციალისტი ევროპის რეგიონში, მაშა მელკოვა განმარტავს: „ზოგადად, ყიდვის პროცესი მსოფლიოში სწრაფად იცვლება, მათ შორის, საცალო ვაჭრობის როლიც სამუდამოდ შეიცვალა. ციფრულმა ტექნოლოგიამ სრულიად შეცვალა ტრადიციული, საცალო ვაჭრობის დამკვიდრებული ბიზნეს მოდელი. წარსულში ერთი არხი სრულიად საკმარისი იყო, რათა სტიმული მიეცათ გაყიდვებისთვის, უმეტესობა ონლაინ შეთავაზებებში ინვესტირებას ირჩევდა. თუმცა დღეს, საცალო გამყიდველებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ წარმატების მისაღწევად, კერძოდ, საცალო გამყიდველებმა განსხვავებული და ინდივიდუალური გამოცდილება უნდა შექმნან, რომელიც ჩვენი რეალური და ციფრული „ცხოვრების“ მომცველი იქნება“.

ციფრულმა ტრანსფორმაციამ ბიზნესის ოპერირების გზები შეცვალა და ამ მხრივ საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისგან დიდად არ განსხვავდება. თუ რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს საქართველოს ბაზარს, რა სპეციფიკას ხედავ ჩვენს ქვეყანაში „მაიქროსოფთი“, გვესაუბერება „მაიქროსოფთის“ საწარმოო ბიზნესის დირექტორი ევროპის რეგიონში, რობერტ ტრნოვეჩი აღნიშნავს: „თითოეულ ბაზარს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს, თუმცა პრიორიტეტები ყველგან ერთია: ისეთი IT გადაწყვეტილებების დანერგვა, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს უფრო მეტის მიღწევაში დაეხმარება. ცხადია, ეს გადაწყვეტილებები ამავდროულად უსაფრთხოცაა. მაიქროსოფთი ყველა ინდუსტრიის მომხმარებლებთან მუშაობს, რათა დაეხმაროს მათ ციფრულ კომპანიებად გარდასახვაში და ამ გარდასახვის დაჩქარებაში. ყველა ორგანიზაციას ტრანსფორმაციისათვის სხვადასხვა დრო სჭირდება, თუმცა არსებობს ოთხი საერთო ელემენტი, რომელსაც ყველა მიმართავს - კლიენტებისთვის უფრო მიმზიდველი ხარისხის მქონე მომსახურების გაწევა, დასაქმებულთა უფლებამოსილების გაძლიერება, მუშაობის განახლება და პროდუქციისა და სერვისის ტრანსფორმირება. ეს ის საძირკველია, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის შენებისათვის აუცილებელია“.

მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ევოლუციის ფორუმში მონაწილეობა ბიზნესის ლიდერებმა და IT განყოფილების წარმომადგენლებმა კომპანია „მაიქროსოფთის“ მოწვევით მიიღეს.

„ეს იყო პირველი მასშტაბური ფორუმი, რომელიც მაიქროსოფთის ორგანიზებითა და ხელშეწყობით საქართველოში ჩატარდა. ფორუმი მოიცავდა კომპანიის გადაწყვეტილებების გაცნობას მომხმარებლისთვის, რაც მათ დაეხმარებათ მოახდინონ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და მიაღწიონ უფრო მეტ შედეგს. ჩვენ ამით დავეხმარებით კომპანიებს, რათა მათ გააჩნდეთ უფრო მეტი შესაძლებლობები ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმის წარდგენისთვის, თუ რისკენ მიისწრაფვის მაიქროსოფთი და როგორ ხედავს კომპანია იმ ახალ მოდელს, რომელიც საქართველოში განხორციელებული გაყიდვების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს პარტნიორ ეკოსისტემაზე და ბიზნესის გარდაქმნაზე,“ - ითქვა შეხვედრაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100