დადიანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცს ესროლეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა გვიან ღამით, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხშია დაჭრილი.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 1 პირი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

კომენტარი