სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაგვალოუს ბაზაზე ოკუპანტების სამხედრო წვრთნები დღეს სრულდება

ოჩამჩირის რაიონში მდებარე ნაგვალოუს პოლიგონზე აფხაზი და რუსი სამხედრობის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარებს. აფსნიპრესის ინფორმაციით, სწავლებებში რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზის მოსამსახურეები და აფხაზეთის საზღვაო ქვეითი ნაწილი მონაწილეობენ. სამხედრო სწავლებების ხელმძღვანელმა გენერალ მაიორმა ვასილჩენკომ სააგენტოს განუცხადა, რომ სწავლების მიზანია ბატალიონის სრულ მზადყოფნაში მოყვანა. მიზნები - საბრძოლო ამოცანების შესრულება, აქტიური მოქმედებებისთვის ბატალიონის საბრძოლო განლაგების სრულყოფა, პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური აღზრდა და გამოწრთობა. პოლიგონზე ერთობლივი წვრთნები 30 აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100