სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს სტრასბურგში 22 სექტემბერს განიხილავენ

სტრასბურგში, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის საჯარო მოსმენა 22 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში ქართული მხარის სარჩელს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება. ქართულმა მხარემ პირველი სარჩელით ევროპულ სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, რომელშიც რუსეთი ეთნიკურ წმენდაშია დადანაშაულებული. მოგვიანებით, 2009 წელს საქართველომ ევროპულ სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. სწორედ აღნიშნული სარჩელის განხილვა იგეგმება 22 სექტემბრისთვის. საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების შესახებ ევროპული კონვენციის დებულებისა და მუხლების უხეშ დარღვევაში რუსული აგრესიის პერიოდში და სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100