სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჭიათურის შუხუთის მაღაროში, გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

საწარმოს პროფკავშირების წარმომადგენლის პაატა სამხარაძის თქმით, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. "მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელმაც ჩამოშლილი ლოდები უნდა დაშალოს, რათა მოხდეს დაღუპულის ამოყვანა", - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100