სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სროლა რუსთავში - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის კამათისას 1 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ცნობილია, რომ ახალგაზრდებს შორის კამათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხებთან ახლოს მოხდა. ბიჭებს შორის საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდა, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100