თელავში ავარიის შედეგად 23 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები მიიღეს მანქანაში მყოფმა მამა-შვილმა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

მისივე თქმით, მამაკაცი გულმკერდის დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ახალგაზრდა კი, თავის ტრამვებით ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი