"ტრანსპორტირებისას მწოლიარე რეჟიმში უნდა იყოს, რადგან 15 კვირის ორსულია" -ზაზა სოფრომაძე გუდაურში დაზარალებულ ტურისტებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, გუდაურში დაშავებულებისგან ღუდუშაურის კლინიკაში ამ დროისთვის ოთხი პაციენტი რჩება და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ერთ მათგანს გაუკეთდა ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა სტაბილურია, ნორმალურია. გართულებას ადგილი არ აქვს და ვფიქრობთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დანარჩენი პაციენტებიც გაეწერებიან კლინიკიდან," - განუცხადა ჟურნალისტებს სოფრომაძემ ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტების მონახულების შემდეგ.

რაც შეეხება "მედიქლაბ ჯორჯიაში" მოთავსებულ კიდევ ერთ ტურისტს, როგორც სოფრომაძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა ის ტრანსპორტირებისას მწოლიარე რეჟიმში უნდა იყოს, რადგან 15 კვირის ორსულია.


კომენტარი