პეკინის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, პეკინის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.

ამ დროისათვის ბავშვი მსუბუქი დაზიანებებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკის განცხადებით ბავშვს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება.

"მუხლები აქვს დაზიანებული, ასევე არენიშნევა ტვინის შერყევა. კატე გადავუღეთ, თუმცა ჯერ პასუხი არ ვიცით ველოდებით, მსუბუქად აქვს დარტყმული მანქანას, უბრალოდ შეშინებული იყო რომ შემოიყვანეს და ემოციური ფონი ჰქონდა მაღალი. ამ დროისთვის სტაბილურია მისი მდგომარეობა და ექიმები სინჯავენ"- განაცხადა ჩვენთან საუბარში იაშვილის საავადმყოფოს პრეს-სამსახრუმა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებამ დრონი.ჯი-ს განუცხადა, რომ ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა ავტომობილი. მოზარდი გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მანქანის მძღოლი ადგილზე იმყოფება და ამ წუთებში მიმდინარეობს გამოკითხვა. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.


კომენტარი