სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სიმსივნემ მთელი სახე დამიზიანა და ახლა იძულებული ვარ თვალის ბუდით ვისუნთქო“ (+18)

ექიმებს 60 წლის კანადელი იდა დესლანდესი არ გაუფრთხილებიათ ოპერაციის წინ, რომ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ მას სასუნთქი გზები თვალის ბუდეებთან ექნებოდა დაკავშირებული. ქალს სიმსივნე 2014 წელს ამოკვეთეს.

იდა და მისი 58 წლის მეუღლე რენდი ქორწინებაში 2000 წლიდან არიან. 5 წლის წინ ქალს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მთელს სახეზე ვითარდებოდა - წერს გამოცემა The Sun.

„როდესაც ჩემს მეუღლეს შევხვდი, თავს ძალიან ძლიერ და ლამაზ ქალად ვგრძნობდი, ახლა კი ნამდვილი საშინელება ვარ“ - აცხადებს დესლანდესი.

როდესაც ოპერაციის გაკეთება გადაწყდა, იდას სიმსივნის გამო უკვე სუნთქვა და ჭამა უჭრდა. ექიმები მის გაჭრამდე ბოლომდე არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი, თუ რას გააკეთებდნენ, ამიტომ შუა პროცესის დროს გადაწყდა, რომ ცხვირი და თვალი ამოეკვეთათ, ხოლო სასუნთქი გზა თვალის ბუდესთან დაეკავშირებინათ. კანის აღსადგენად კი პაციენტის ზურგიდან აღებული ქსოვილი გამოიყენეს.

ნარკოზიდან გამოსვლის შედეგ დესლანდესს ექიმებმა აუხსნეს, თუ რა რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ ოპერაციის დროს, ხუთი კვირის შემდეგ კი თვალზე სახვევები მოხსნეს და იდა თავისი ახალი ვიზუალის ხილვამ ძალიან შეაშინა.

„ვერ შევეგუე ჩემს საშინელ სახეს, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ჩავიხედე სარკეში შიშის გარეშე“ - განაცხადა დესლანდესმა.

საბედნიეროდ, იდას მეუღლეს არ მიუტოვებია ქალი და არც საყვარელი გაუჩენია, ის ბოლომდე დესლანდესის გვერდით დგას და ცდილობს დაავიწყოს ტკივილი, რომელიც ახალმა სახემ გაუჩნა.

თავად რენდი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც იდამ ოპერაცია გაიკეთა, უამრავი მეგობარი დაკარგეს, ხოლო ისინი, ვინც შემორჩნენ, ჯერაც ვერ ახერხებენ ჭამას, თუ მათ გვერდით დესლანდესია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100