სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი ავარია ხაშური-ქარელის მონაკვეთზე - გარდაცვლილია სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია

ხაშური-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხაშურიდან ქარელის მიმართულებით მოძრავი მანქანა სოფელ მოხისთან ხიდის მოაჯირს შეეჯახა და არხში გადავარდა.
ავარიის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ხუთი მგზავრიდან სამი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილთაგან ორი ერთი ოჯახის წევრია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100