თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი: არ მინდოდა ამის სახალხოდ დაწერა,მაგრამ...აქ მართლა ჯოჯოხეთი ყოფილა...

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი ფეისბუქზე ანას შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მე და ანა ერთად არ გავზრდილვართ,მაგრამ ისეთ პერიოდში დავმეგობრდით,როცა თინეიჯერული პერიოდი დაგვეწყო,როცა ერთმანეთს ჩვენს პირად სივრცეში მომხდარ სიხარულს და მწუხარებას ვუზიარებდით...გვიხაროდა ერთმანეთის კარგი და გვწყინდა ცუდი,მე მისი მწუხარება ვიცოდი,მან ჩემი,ასე გრეძლდებოდა,თანაც მეზობლები ვართ, შემდეგ გავიზარდეთ,ჩვენი გზები გაიყო ოღონდ ცუდად არა,უბრალოდ მე ჩემი სამყარო მქონდა ,მას თავისი,მაგის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვეღარ ვხედავდით,მაგრამ უეცრად ქუჩაში შეხვედრისას დიდ სიხარულს ვგრძნობდით ერთმანეთის მიმართ,ბოლოს ერთი კვირის ორი კვირის წინ შევხვდი შემთხვევით გარეთ,მეთქი ძაან მომენატრე და უეჭველი ამომიარე-მეთქი,ძალიან მიხარია შენი კარგი ამბები მეთქი,ბედნიერებაზე მაგარი არაფერია მეთქი და ხო უეჭველი ამოგივლიო
ანამ ვერ მოასწრო ჩემთან ამოსვლა,ვეღარ დაველაპარაკე,ვეღარ შევძელით გაგვეხსენებინა ის პერიოდი,როცა ხან რას ვუზიარებდით ერთმანეთს ხან რას.
ახლა ის აქ აღარ არის,აღარ შემხვდება ქუჩაში და ვეღარ დავინახავ მზესავით თბილ თვალებს,მას შესძლებია ისეთი სიყვარული,როგორზეც ყველა იოცნებებს.
გული მტკივა, რომ გულწრფელობას და სითბოს ხშირად მეორე მხარის მხრიდან დიდი აგრესია,ღალატი და უგულებელყოფობა მოსდევს. ძალიან ცუდად ვარ და არ მინდა გარეთ გასვლა,ჩვენ გვიხშობენ სიყვარულის გრძნობას. და რატომ ხდება ეს რატომ?! რატომ ვიმეტებთ ადამიანები ასე ერთმანეთს?! რატომ ვართმევთ ერთმანეთს,შვილებს,დედებს,დებს,ძმებს,მამებს?! ვინ მოგვცა ამის უფლება?!რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და ვეფიცებით სიყვარულს,როცა ერთმანეთის დახოცვა უფრო გვწყურია?!რატომ ვცდილობთ იმას რომ ერთმანეთი რაც შეიძლება გავამწაროთ,ისედაც ხო ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.
არ მინდოდა ამის სახალხოდ დაწერა,მაგრამ ამაზე საუბარი ახლა არ შემიძლია,უბრალოდ წერა მირჩევნია უფრო ადეკვატური ვარ.
Ana ძალიან მიყვარხარ და მაპატიე,რომ ამას ახლა უფრო მეტად მივხვდი.
დედაჩემის შემდეგ შენ ხარ ვინც ხელმეორედ გამიტეხე გული,ხელმეორედ ჩამაგდე ძალიან ცუდ სიტუაციაში და ისევ თავიდან შემძულდა სამყარო და მაგრძნობინე,რომ აქ მართლა ჯოჯოხეთი ყოფილა".

კომენტარი