სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია მაისაშვილი გარდაიცვალა

გია მაისაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, მის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

"გიო აღარ გვყავს... დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."-ნათქვამია გია მაისაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე 2015 წელს დაუდგინა.

ის მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.

გიორგი მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა.

მაისაშვილმა 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც 2001 წლამდე კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარტამენტის უფროსი.

2003 წელს გ. მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა. 2007 წლის 26 ივლისს მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“.

2008 წლის 5 იანვრის გია მაისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100