სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან მძიმედაა.. გთხოვთ დახმარებას, რომ გია გადმოვაფრინოთ საქართველოში"

გია მაისაშვილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ. "სამეგობრო ვართ შეკრებილი გია მაისაშვილის ოჯახში. ძალიან მძიმედაა, ვცდილობთ ხმა მივაწვდინოთ შესაბამის ორგანოებს რათა დაგვეხმარონ, რომ გია გადმოვაფრინოთ საქართველოში.. გთხოვთ დახმარებას, ეროვნული კაცისთვის კეთილ საქმეთა ჩასადენად... პატივისცემით: გიას მეგობრები".

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ამბავი გავრცელდა. როგორც პოლიტიკოსის "ფეისბუქ გვერდზე" წერდნენ, ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. "ის სავადმყოფოში იმყოფება და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის. ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოქცემთ უღრმეს მადლობას. თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხვნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100