სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ის ბიჭია კინო საქართველოსთან ავარიისას რომ გარდაიცვალა

დავით ტაბატაძე 19 თებერვალს გურამიშილის გამზირზე ავტოავარიის დროს გარდაიცვალა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა გზაზე გადასვლის დროს შეეჯახა. როგორც "დრონი.ჯი"-სთან საუბარში თვითმხილველი ამბობს, "Volkswagen"-ის მარკის ავტომომანქანა, ჯერ ტოიოტა პრიუსის მარკის ავტომობილს დაეჯახა, ხოლო შემდეგ ადამიანი გაიტანა.


დავით ტაბატაძე "ფრესკოს" თანამშრომელი იყო. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომპანიის "ფეისბუქზე" წერენ: "გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, შრომისმოყვარე და სიცოცხლით სავსე თანამშრომლის, დავით ტაბატაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.


კომპანია „ფრესკო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისია".


შინაგან საქმეთა სამინისტრომ "დრონი.ჯი"-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100