თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ჩუტყვავილა ჩვეულებრივთან შედარებით მოდებულია, თუმცა უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ეს დაავადება შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

“წითელას შემთხვევაში ეპიდაფეთქება გვაქვს ახლა აჭარაში, დანარჩენ საქართველოშიც იმატებს შემთხვევები. წითელას მართვა შესაძლებელია - თუ ავიცრებით, წითელას თავიდან ავიცილებთ. სამწუხაროდ, ჩუტყვავილა უმართავი ინფექციაა, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში იგი ყოველგვარი გართულების გარეშე მიდის ხოლმე. უკიდურესად იშვიათად შეიძლება მძიმე მიმდინარეობა იყოს, განსაკუთრებით თუ რაიმე ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემებია. უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ჩუტყვავილამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს“ - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.

საქართველოში ჩვეულებრივ ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

კომენტარი

×