სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილს სააკაშვილი: უკრაინაში დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი

პეტრო პოროშენკო საბჭოთა კავშირის ტიპიური პროდუქტია, ”ბარიგაა”, - ამის შესახებ ვარშავაში პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მიისვე თქმით, პოროშენკო საბჭოთა კავშირის ტიპიური პროდუქტია და შესაბამისად ფიქრობს.

„თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გადაადგილების პირობებში ევროპაშიც ისეთივე ეფექტური ვიქნები, როგორც უკრაინაში ვიყავი. უკრაინაში დამდევდნენ, მითვალთვალებდნენ, აქ თავისუფალი და 10-ჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე უკრაინაში ვიყავი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს.

„მჯერა, ერთად მოვაწყობთ საპროტესტო მოძრაობას და ოლიგარქებს ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ეს საპროტესტო მოძრაობა გაიზრდება. პოროშენკო თავისი ფეხით უნდა გავუშვათ იმ საკანში, სადაც მე ვიჯექი“ , - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობას აპირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100