სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბობოყვათის ცენტრალურ გზაზე პოლიციის ეკიპაჟი ავტოავარიაში მოჰყვა

ბობოყვათის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთი პოლიციის საკუთრებაა.

როგორც აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, პოლიციის თანამშრომლები წინ მიმავალი ავტომანქანის გადასწრებას ცდილობდნენ, ამ დროს კი მათი მანქანა წინ შემხვედრ ავტომობილს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100