სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტ შეცვლილი თევზი შეიტანეს

საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტ შეცვლილი თევზი შეიტანეს. ამის შესახებ სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ფოტომასალა გაავრცელა.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ამ პროცესში ბაღების დირექტორები მონაწილეობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის „სკოლამდელები - ჩვენი მომავალი“ ხელმძღვანელი, ინგა კალანდაძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაირკვას, რა გააკეთეს დირექტორებმა.

„ბატონმა ადიკომ, მისთვის გასართობი თემაა, მესმის, გაუგზავნა წუნდებული, ვადაგასული პროდუქტი, ჭამისთვის უვარგისი ბავშვებს, მაგრამ ამ დროს დირექტორებმა რა ქნეს, თუ შეასრულეს მისი მოვალეობები, თუნდაც, ბავშვების წინაშე, თუ დაამზადეს და აჭამეს ბავშვებს,“ - განაცხადა ინგა კალანდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100