სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოკლული ნოდო გუგეშაშვილის ცხედარი, ამ წუთებში, პროზექტურიდან სახლში მიასვენეს

დრონი.ჯი-სთვის ცნობილი ხდება, რომ მოკლული ნოდო გუგეშაშვილის ცხედარი ამ წუთებში პროზექტურიდან ბიძის სახლში მიასვენეს.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რამდენიმე წუთის წინ დოდო გუგეშაშვილის შვილის ცხედარი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიასვენეს. ადგილზე ოჯახის ახლობლები, ნათესავები და ნოდოს მეგობრები არიან შეკრებილები.

რაც შეეხება თავად დოდო გუგეშაშვილს ის ჯერ კიდევ არ მოსულა გონს და მან შვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაესხნენ. თავდასხმა დიღომში, ყოფილი პოლკოვნიკის საცხოვრებელ სახლში მოხდა, თავდამსხმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გამოძიების თქმით პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ესროლა, მათ იცნობდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100