სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ალბათ ამაღამ ვერ გადარჩება" - შემზარავი ვიდეო, სადაც მშობლები მცირეწლოვან შვილებს აწამებენ (+18)

ინტერნეტ სივრცეში შემზარავი ხასიათის ვიდეო გამოჩნდა, რომელიც თავად ავსტრალიელმა მოქმედმა გმირებმა, ბავშვების მშობლებმა ატვირთეს და რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აწამებენ თავიანთ შვილებს იმისთვის, რომ დისციპლინას მიაჩვიონ - წერს გამოცემა The Sun. ერთ-ერთ მცირეწლოვანს პოლიეთილენის ცელოფანს აფარებენ თავზე და სუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, მეორეს გადაწვენილ მდგომარეობაში წყალს ასხამენ, რათა ამოსუნთქვა ვერ შეძლოს. აქვე, მამა განმარტავს, რომ ამით ბავშვი მშობლების მიმართ პატივისცემასა და დისციპლინას ისწავლის და სანამ ეს არ მოხდება, მანამდე გააგრძელებენ მათ წამებას: "ალბათ ამაღამ ვერ გადარჩება, თუმცა ისე არ ვიქცევით, რომ დაიღუპოს".

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში ბავშვებისა და მშობლების სახე დაფარულია, პოლიციამ მაინც მოახერხა მათ კვალზე გასვლა. ბავშვები ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, სადისტი მშობლები კი დაპატიმრებულნი, რომელთა საქმესაც უახლოეს მომავალში განიხილავს სასამართლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100