სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაპონიას ახალი პრემიერ–მინისტრი ჰყავს

იაპონიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. იაპონიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ესიხიკო ნოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად პარლამენტის უმრავლესობამ აირჩია.

თავის მხრივ, ქვეყნის ამჯამინდელი მთავრობა ნაოტო კანის მეთაურობით სრული შემადგენლობით გადადგა.

ესიხიკო ნოდა მთავრობის ახალ შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაასახელებს. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენამდე ყოფილი მინისტრები საკუთარ თანამდებობაზე რჩებიან და მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ.

ნოდას პრემიერ-მინისტრად არჩევას მხარი ქვედა პალატის 308 დეპუტატმა დაუჭირა. ის იაპონიის რიგით 95-ე პრემიერ-მინისტრია.

მინისტრთა ახალ კაბინეტს მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუწევს, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო მარტში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.

ესიხიკო ნოდა აცხადებს, რომ მან იცის, როგორ გადაჭრას ეს პრობლემები. ფინანსთა მინისტრად ყოფნისას ის ითხოვდა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და გადასახადების ზრდას. საგარეო პოლიტიკაში იგი მომხრეა აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების და საფრთხეს ხედავს ჩინეთის პოლიტიკაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100