სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პეკინზე შიშველი მამაკაცი გამოჩნდა - გამვლელებმა მას ფოტოები და ვიდეო გადაუღეს

უკაცრავად და შუა პეკინზე დედიშობილა კაცები ახალი ტრენდია? ადრე თავდაცვასთან მიტანტალდა ერთი და ეს მთლად დასეირნობდა თურმე... p.s.პოლიციამ უკვე დააკავაო და ბევრმა ,,მოსაწევმა" გააბერინა ერს მგონი“ - ამ ინფორმაციას ფეისბუქზე ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ავრცელებს და ფოტოებსაც ავრცელებს:

დრონი.ჯი შეეცადა გაერკვია დააკავა თუ საპატრულო პოლიციამ აღნიშნული პირი. უწყებაში აცხადებენ, რომ საპატრულო ეკიპაჟი მალევე მივიდა დანიშნულების ადგილას და პიროვნებას 171-ე მუხლის საფუძველზე გამოეწერა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. საპატრულო პოლიციის განცხადებით აღნიშნული მამაკაცი სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაც კომენტარებიდან ხდება ცნობილი აღნიშნულმა პიროვნებამ ამით დიდი ფული მოიგო. „ამ ტიპმა მაგარი მაზიანი მოიგო. დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ“ -წერენ კომენტარებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100