აშშ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს,– ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნა ნულანდმა.

მისივე თქმით, აშშ არ აღიარებს აფხაზეთში, საქართველოს რეგიონში 26 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

"მივმართავთ რუსეთს, 2008 წელის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ყველა ველდებულება სრულად შეასრულოს", - აცხადებს აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელი და აქვე ოფიციალურ მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციებზე დააბრუნოს და ოკუპირებულ რეგიონებსი ჰუმანიტარული მისიების შეშვება უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალების შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა 54,8% "გაიმარჯვა", ხოლო სერგი სამბამ "ამომრჩევლების" ხმების 21,04% და რაულ ხარჯიმბამ - 19,83% მიიღეს.

ანქვაბის "ინაუგურაცია" კი 26 სექტემებერს გაიმართება.

კომენტარი