რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ჩვილი ნახეს. 7 იანვარს ჩვილი სადარბაზოში მცხოვრებმა პირებმა იპოვნეს. ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.

კლინიკა „რუსთავის" სამშობიარო განყოფილების უფროსის ბადრი გელენავას განცხადებით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

კომენტარი