ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთათოს წინააღმდეგ: სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს

სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს:( იმედია იუთუბს შემორჩება მეფე“- ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი წლის კონცერტზე ქეთათოს მიერ შესრულებულ ნამღერს. ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ქეთათოსეული ინტერპრეტაცია კრიტიკის საგანი გახდა ინტერნეტ-სივრცეში.

შეგახსენებთ, რომ ქეთათომ ირაკლი ჩარკვიანის ნამუშევრების განთავსების გამო გაუგზავნა საჩივარი გაუგზავნა „იუთუბს“.

ამ საჩივრის გამო ჯაბა შავიშვილის არხს ამ პლატფორმაზე მთლიანად წაშლა ემუქრება. როგორც ჯაბა აღნიშნავს, დაიკარგება ყველა ის მასალა, რომელიც მან ექვსი წლის განმავლობაში ატვირთა… ჯაბა შავიშვილის მორიგების იმედი აქვს. მან საჯარო წერილითაც კი მიმართა ქეთათოს. ირაკლი ჩარკვიანის თაყვანისმცემლები კი ქეთათოს წინააღმდეგ გაილაშქრნენ: „შენით არ დაწყებულა ირაკლი ჩარკვიანი და არც დამთავრდება…“- წერდნენ კომენტარებში ირაკლის ფანები.

კომენტარი