სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აირინი" ძალას კარგავს

ქარიშხალი "აირინი", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დაატყდა თავს, ძალას კარგავს, - ამის შესახებ ამერიკის ქარიშხლების პროგნოზირების ეროვნული ცენტრი იუწყება . მათივე ცნობით, ქარიშხალი ტროპიკულ შტორმად გადაიქცა.
ქარის სიჩქარე, რომელიც საათში 120 კილომეტრს შეადგენდა, 104 კილომეტრამდე შემცირდა.
ქარიშხალი გუშინ, პირველად ამერიკის აღმოსვლეთ სანაპიროს დაატყდა თავს და ჯერ ჩრდილოეთ კაროლინას გადაუარა, შემდეგ კი ვირჯინიასა და მერილენდს.

წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ერთი 11 წლის ბავშვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100