სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანქვაბს "გაპრეზიდენტება" რუსეთის პატრიარქმა კირილმაც მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა აფხაზეთის ე.წ. ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, - ამის შესახებ "ვესტი" იუწყება .

"თქვენი სამოქალაქო პოზიციის აქტიური მხარდაჭერა და თქვენი მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ადასტურებს აფხაზეთის მცხოვრებთა მისწრაფებას, იარონ მშვიდობის, მრავალეროვანი, სოციალური და სულიერი განვითარების გზაზე", – ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ "მოძმე ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურული და რელიგიური ტრადიციები ურთიერთობის სამომავლო განვითარებისთვის მყარი ფუნდამენტი იქნება". რუსეთის პატრიარქმა ალექსანდრე ანქვაბს უფლის მფარველობა უსურვა.

26 აგვისტოს აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 54,86%-ით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100