სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უარეს უბედურებებს უნდა ველოდეთ სკოლებში, ვიდრე პატრიარქის კურთხევას არ შეასრულებს ე.წ "განათლების სამინისტრო"

ფეისბუქზე ვრცელდება გიორგი ლაზის პოსტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პატრიარქის კურთხევა შევასრულოთ!!! ჩვენი შვილების მომავლისა და სიცოცხლისათვის - ყველა თანამოაზრე მშობლები ვიკრიბებით 14 დეკემბერს 14:00 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან! 1-2 დეკემბერს სამი ახალგაზრდა შეეწირა სკოლებში გაბატონებულ ბოროტმადიდებლურ სისტემას! უარეს უბედურებებს უნდა ველოდეთ სკოლებში, ვიდრე პატრიარქის კურთხევას არ შეასრულებს ე.წ "განათლების სამინისტრო", რომელიც სინამდვილეში გადააქციეს გენდერულ-მამათმავლური სიბილწისა და ძალადობის პროპაგანდისტულ სამინისტროდ!

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი სკოლებში მანდატურების მაგივრად სამლოცველოების გახსნასა და საეკლესიო მოძღვრების შეყვანას ითხოვდა, ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დასაწყისშივე! მშობლებო (სკოლების "მშობელთა საბჭოებმა") თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება თქვენს სკოლებში მოითხოვოთ პატრიარქის ამ კურთხევის შესრულება, რათა დაიცვათ თქვენი შვილები ე.წ. "მანდატურების ინსტიტუტის" სულიერი და ხორციელი მკვლელი უუნარობისგან!

ფსევდო დემოკრატების მოსაგერიებლად კი უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: სკოლებში სხვა მრწამსის მქონეებს მართლმადიდებლად მონათვლას არ უნდა ვაიძულებდეთ, თორე იმ ქვეყნის 17-საუკუნოვანი სახელმწიფო რელიგია კი აუცილებლად უნდა ისწავლონ, რომელი ქვეყნის მოქალაქეობისაც არიან! აბა ვინ გაბედავს საფრანგეთის რესპუბლიკის უღმერთო (თავის თავს სიამაყით უღმერთოებს უწოდებდნენ) ფუძემდებლების დენი დიდროს, ჟანჟაკ რუსოს, მაქსიმილიან რობესპიერისა და მათნაირების სასკოლო პროგრამის აუცილებელ საგნების ნუსხიდან ამოღებას?! საფრანგეთში ასეთი ქმედება აღქმული იქნებოდა რესპუბლიკის ღალატად და ციხე არ აცდებოდათ! ევროკავშირის კონვენციაში კი წერია, რომ ყველა წევრ ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს თავისი განმასხვავებელ კულტურულ-ისტორიულ საფუძვლებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა! დღეს კი რაც საქართველოში ხდება ესაა ხელფასებს დახარბებული სულგაყიდული მონების ჯერ არ ნახული დოღი, ნებისმიერ გრანტის მოპოვების ფონზე!

თანამოაზრენო, 14 დეკემბრამდე ყოველდღე გავაზიაროთ ეს პოსტი, რათა რაც შეიძლება მეტი მშობელი წამოვიდეს მშვიდობიან აქციაზე ამ მოთხოვნის დასაფიქსირებლად! ხოლო ვისაც ფეისბუქთან არა აქვს წვდომა, ნათესავებს, მეზობლებს და ახლობლებს, გააგებინეთ ტელეფონით, რომ ჩვენი შვილების მომავლისა და სიცოცხლისათვის - ყველა თანამოაზრე მშობლები ვიკრიბებით 14 დეკემბერს 14:00 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან, რათა მოვითხოვოთ ეკლესიის დაბრუნება სკოლებში!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100